ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად სასამართლოს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. გავრცლელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება” სასამართლოს, იყენებს როგორც იარაღს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის. ჰელსინკის კომისია ამ კონტექტში ახსენებს ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო მისჯილ პატიმრობას და ასევე ე.წ საბოტაჟის საქმეზე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინაარმდეგ დაწყებულ სამართალწარმოებას. ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის შეფასებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ყველა შტოს დაქვემდებარებას ცდილობს.