ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2026-03-27 12:48:17+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა . გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 666 გრამამდე საიუველირო ნაკეთობები. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.