საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

2026-03-27 12:48:58+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.