თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10 000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ - Palitra News

თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10 000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ

2026-03-27 12:49:48+04:00

თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10 000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ. უცხოური გამოცემა - აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნას გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში ამერიკის საბრძოლო ჯარისკაცების რაოდენობას, რაც კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია სერიოზულად მზადდება“.