ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

2026-03-27 15:34:04+04:00

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - ის ნარკოდანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი აჭარაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. იგი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყო გამოცხადებული ძებნაში.

დაკავებულის მიმართ უკვე დაწყებულია შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც მის შესაძლო ექსტრადიციას ითვალისწინებს.

გამოძიება და შესაბამისი პროცედურები კანონმდებლობის ფარგლებში გრძელდება.