შალვა პაპუაშვილი - ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან ჰელსინკის კომისიის პირადი პატიმრები - მათ აქეზებენ დანაშაულისკენ, სვამენ ციხეში, არ ახდევინებენ გირაოს, რომ შემდეგ ეს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენონ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან ჰელსინკის კომისიის პირადი პატიმრები - მათ აქეზებენ დანაშაულისკენ, სვამენ ციხეში, არ ახდევინებენ გირაოს, რომ შემდეგ ეს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენონ

2026-03-27 15:18:42+04:00

ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის პოლიტიზებაში სდებს ბრალს და მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება.

გავრცელებულ შეფასებაში საუბარია, რომ მმართველი ძალა სასამართლოს იყენებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის პოლიტიკურ გავლენას საფრთხეს უქმნიან. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის შეფარდება, ასევე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება.

კომისიის პოზიციას საქართველოში ოპოზიციური სპექტრი იზიარებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების კონცენტრაციას ყველა შტოში. მათი შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგას. როგორ ეხმაურებიან ამ განცხადებას პოლიტიკური მხარეები.