აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტი საქართველოში და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტი საქართველოში და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-27 15:25:18+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატი შეხვდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს. მანამდე კი ფოთისა და ანაკლიის პორტები მოინახულა. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ შეხვედრა არ გამართულა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ოპოზიცია ამ გარემოებას აფასებს როგორც სიგნალს, რომ ვაშინგტონის ინტერესის მთავარი მიმართულება ეკონომიკური პროექტებია და არა ხელისუფლებასთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა.

ხელისუფლება კი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ აშშ-სთან პარტნიორობის განახლება კვლავ რეალისტურ პერსპექტივად რჩება.