მოიფიქრეს, შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ელისაშვილს - საქმე დაწყებულია 2025 წლის მაისში და ეხება სასამართლო შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს - ელისაშვილმა თქვა, „ალბათ, მალე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის მოსაზრებით, „გამოძიება ცდილობს, რომ ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ყველაფერი ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშიროს“.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი სანდო იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. ახლა გამოძიება ჩიხშია შესული. ფიქრობენ რა გამოსავალი უნდა მოძებნონ აღნიშნული საქმიდან გამომდინარე და მოიფიქრეს ერთი - შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე დაწყებულია 2025 წლის მაისში. საქმე ეხება სასამართლო შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს. გუშინ ჩაუტარდა ალექსანდრე ელისაშვილის ოდოროგიული კვლევის ნიმუშის აღება. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ ამით რაღაცა ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ რაღაც კონკრეტული ქმედებების განხორციელების. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ცდილობენ, რომ ამით ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
ერთს დავამატებ, მისთვის ეს ინფორმაცია როცა მიიღო, ღიმილის მომგვრელი იყო. თქვა, რომ „ალბათ, მალე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“. ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშიროს“,- განაცხადა ადვოკატმა.