ისრაელ კაცი - ირანზე დარტყმები გაძლიერდება - Palitra News

ისრაელ კაცი - ირანზე დარტყმები გაძლიერდება

2026-03-27 17:08:06+04:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე ისრაელის დარტყმები გაძლიერდება.

„პრემიერ-მინისტრთან ერთად გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება. გაფრთხილებების მიუხედავად, ცეცხლი გრძელდება და შესაბამისად, ირანში ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები გაძლიერდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და სფეროებზე, რომლებიც რეჟიმს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ეხმარება“, - განაცხადაისრაელ კაცმა სამხედრო ჩინოვნიკებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ირანი ომის დანაშაულისთვის მძიმე საფასურს გადაიხდის.