ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის პოლიტიზებაში სდებს ბრალს და მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენება. გავრცელებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის შეფარდება, ასევე ე.წ. საბოტაჟის მუხლით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძღული საქმეები.ჰელსინკის კომისიის შეფასებას საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იზიარებენ. მათი განმარტებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობა ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. როგორ ეხმაურებიან ამ განცხადებას პოლიტიკური მხარეები?