აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა - Palitra News

აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

2026-03-28 11:06:33+04:00

აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

აბუ-დაბის მედია ოფისის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ინდოეთის მოქალაქეები დაშავდნენ.

რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად აბუ-დაბის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზონებში ხანძარი გაჩნდა.