ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია და ხელისუფლება მას ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
კომისიის შეფასებას ოპოზიციაც იზიარებს და ბოლო პერიოდში ოპოზიციური ფიგურების დაკავებებს ამის მაგალითად მიიჩნევს.
მმართველი პარტია ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს და გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებს.
კომისიის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონკრეტულ საქმეებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს.