კახეთში ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - Palitra News

კახეთში ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2026-03-28 13:05:38+04:00

კახეთში ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტსა და ოპერატორს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა და ძალადობის მუქარით გადაღების შეწყვეტა აიძულა.

საქმე ეხება პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.