ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა რეგიონში 9 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი და სხვა ნივთიერებები. ასევე ამოღებულია რეალიზაციასთან დაკავშირებული მასალები და სავარაუდო შემოსავალი.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.