დუშეთში მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ყოფით კონფლიქტში ფიზიკური ძალადობა გამოიყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.