მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ოთხკვირიანი საპარაშუტო მომზადება დაასრულეს - Palitra News

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ოთხკვირიანი საპარაშუტო მომზადება დაასრულეს

2026-03-28 13:07:59+04:00

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ოთხკვირიანი საპარაშუტო მომზადება დაასრულეს.

პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის სხვადასხვა სიმაღლიდან ხტომებს და სპეციალურ ოპერაციებში საჭირო უნარების განვითარებას.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება და შეასრულეს რთული დავალებები, მათ შორის ხტომები ტვირთითა და იარაღით.

დასრულების ცერემონიაზე სამხედროებს სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები გადაეცათ.