ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ფართოვდება და ახალი თავდასხმები ფიქსირდება - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ფართოვდება და ახალი თავდასხმები ფიქსირდება

2026-03-28 13:09:14+04:00

ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ფართოვდება და ახალი თავდასხმები ფიქსირდება.

ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ და ტექნიკა დაზიანდა. პარალელურად, იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც თავდაცვითმა სისტემამ გაანეიტრალა.

ირანის იერიშებს ისრაელშიც მსხვერპლი მოჰყვა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

რეგიონში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამერიკულ მხარეს ასობით დაშავებული ჰყავს.