დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ - Palitra News

დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

2026-03-28 13:09:47+04:00

დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

მინისტრების განცხადებით, აუცილებელია კონფლიქტის გავლენის შემცირება სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია.

მათ მიუღებლად მიიჩნიეს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება, ისე დიპლომატიური ობიექტების დაზიანება.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა გლობალურ ეკონომიკურ რისკებზე და საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში.