მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

2026-03-28 19:13:35+04:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ მათ პრემიერ-მინისტრი შეხვდეთ.

მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით: „გადაარჩინე სიცოცხლე, გადაარჩინე მომავალი“; „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“; “ყოველი დღე ძვირფასია - სახელმწიფოს უმოქმედობა უდრის დაკარგულ სიცოცხლეს“.