ხვალ, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება - Palitra News

ხვალ, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება

2026-03-28 19:59:51+04:00

ხვალ, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო აღავლენს. წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ტრადიციული წესის შესაბამისად ჩატარდება და მას სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც დაესწრება.