ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის შორის სამხედრო კონფლიქტი ფართოვდება - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის შორის სამხედრო კონფლიქტი ფართოვდება

2026-03-30 09:25:19+04:00

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება და ფართოვდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება და ლიბანის მიმართულებით ,,ბუფერული ზონის“ გაფართოებაზე, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადაწყვეტილება მიღებულია. ისრაელის სამხედრო უწყების შეფასებით, ირანის სამხედრო პოტენციალს სერიოზული ზიანი მიადგა - განადგურებულია სარაკეტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემცირებულია ირანიდან განხორციელებული შეტევების ინტენსივობა. ირანის მხრიდან კი მკვეთრი განცხადებების გავრცელება გრძელდება - ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის და აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზეც პასუხი იქნება მკაცრი. პარალელურად, ირანი და მასთან დაკავშირებული ძალები სარაკეტო დარტყმებს ისრაელსა და რეგიონში არსებულ ამერიკულ ობიექტებზე აგრძელებენ. კონფლიქტი რეგიონულადაც ფართოვდება - იემენელი ჰუსიტები ბრძოლაში ჩაერთნენ და ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები განახორციელეს. დიპლომატიური ძალისხმევა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმების პერსპექტივა ამ ეტაპზე დაბალია და სამხედრო მოქმედებები ინტენსიურ ფაზაში რჩება.