ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება და ფართოვდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება და ლიბანის მიმართულებით ,,ბუფერული ზონის“ გაფართოებაზე, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადაწყვეტილება მიღებულია. ისრაელის სამხედრო უწყების შეფასებით, ირანის სამხედრო პოტენციალს სერიოზული ზიანი მიადგა — განადგურებულია სარაკეტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემცირებულია ირანიდან განხორციელებული შეტევების ინტენსივობა. ირანის მხრიდან კი მკვეთრი განცხადებების გავრცელება გრძელდება — ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის და აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზეც პასუხი იქნება მკაცრი.