შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე - დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია - Palitra News

შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე - დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია

2026-03-30 14:27:43+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაჟა სირაძის განმარტებით, ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი პირები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.

„დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.

სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.

ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.

გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ. საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების სულ მცირე ნიშნების არსებობისას, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.PauseMuteCurrent Time 0:01/Duration 3:52Picture-in-PictureFullscreenSS.GEროგორ მოხვდე აქRB ბანკირი - ხულოგლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფოთგვესაჭიროება მოლარეიყიდება 2 ოთახიანი ბინა ბათუმშიქირავდება 3 ოთახიანი ბინა ვაჟა ფშაველას კვარტლებშისტამბული 611.2 ლარიდანfly.geთბილისი - ლონდონი 1441.96 ლარიდანfly.geდაესწარი კვარას თამაშს პარიზში - ფრენები 1412.22 ლარიდანfly.geიმოგზაურე ამსტერდამში 1132.46 ლარიდანfly.ge"5 დღის წინ მოხდა ეს ამბავი, ჩემთვის დიდი შოკი იყო, იმხელა შეურაცხყოფა იყო, აზრზე ვერ მოვსულვარ" - რას ამბობს მოქალაქე ხატია ნეფარიძე "გარდენია შევარდნაძის" მფლობელზე, ზურაბ შევარდნაძეზე?palitravideo.ge"ხართ თუ არა გარიგებულები ექიმებთან? ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად წამლებს და იღებენ თუ არა ამისთვის შემოსავალს?"- ნინო წილოსანი "ჯი-ემ ფარმას" დირექტორსpalitravideo.geცნობილია, რამდენი თეთრით იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი აპრილიდან - გადაწყვეტილება სემეკმა ცოტა ხნის წინ მიიღოpalitravideo.ge"ჩემს სესხს, 400 ლარს ყოველთვიურად სახელმწიფო იხდის" - რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?palitravideo.geდღის ბოლო სიახლეები2 წუთის წინპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო10 წუთის წინილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს - ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?12 წუთის წინ„გახარია - საქართველოსთვის“ წევრი - ჩემი დაკვირვებით, ოპონენტებისა და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში რადიკალიზმის ხარისხი დაუწუნეს დავით გაბაიძეს და სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი თანამდებობის დატოვებისყველა სიახლეინტერვიუ26.03.2026 / 10:26ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩებაყველა სტატიაპრესის მიმოხილვა30.03.2026 / 08:57გიორგი მელაშვილი - “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა უკვე ჩიხში შეიყვანა

ახალი პოტენციური სანქციები ბრიტანეთისგან - შესაძლო სამართლებრივი შედეგები

დაობლებული საყდარი ახალი პატრიარქის მოლოდინში - როგორ ირჩევს საქართველოს ეკლესია მწყემსმთავარს

სახიფათო ანტირეკორდი - საქართველოში შობადობა 90-იანი წლების დონემდე დაეცა

რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სახდეპის მაღალჩინოსანი?!

როგორ ავირჩევთ პატრიარქს - სამკაციანი სია, აქვს თუ არა მოსაყდრეს უპირატესობა და მეორე ტურის ალბათობა„ირანმა თავის გადარჩენის მიზნით, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ გააქტიურება დაიწყო" - Financial Timesროდის ჩაქრება „ცეცხლის ფასი“ - "კოსმოსში გაფრენილი" საწვავის ღირებულება და მთავარი კითხვა: რა ელის საქართველოს?!პირველი ამერიკული "ავაქსიც" აფეთქებულია..."5 დღის წინ მოხდა ეს ამბავი, ჩემთვის დიდი შოკი იყო, იმხელა შეურაცხყოფა იყო, აზრზე ვერ მოვსულვარ" - რას ამბობს მოქალაქე ხატია ნეფარიძე "გარდენია შევარდნაძის" მფლობელზე, ზურაბ შევარდნაძეზე?"ხართ თუ არა გარიგებულები ექიმებთან? ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად წამლებს და იღებენ თუ არა ამისთვის შემოსავალს?"- ნინო წილოსანი "ჯი-ემ ფარმას" დირექტორსცნობილია, რამდენი თეთრით იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი აპრილიდან - გადაწყვეტილება სემეკმა ცოტა ხნის წინ მიიღო"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენრას მისცემს ზელენსკი სპარსეთის ყურის ქვეყნებს და რას მიიღებს სანაცვლოდ, ანუ როგორ "ყიდის" უკრაინა თანამედროვე საბრძოლო გამოცდილებას?4 თვე, რომელშიც საუკეთესო მშობლები იბადებიანთბილისში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით იზრდება - სემეკის გადაწყვეტილება„ტურიზმს წელს ძალიან დიდი გამოწვევა ექნება - გუდაურს არ ჰყავს სტუმრები, უწევთ თანამშრომლების შემცირება - ყველა მცირე ბიზნესს კადრების შენახვა გაუჭირდება“ - Step Innსახელმწიფო ქონების სააგენტო Rolex-ის საათებს ხელახლა ყიდის - რა ღირსბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი17.01.2026 / 10:40რატომ მუშაობენ ICT-ში ქალები შესაბამისი ფორმალური განათლების გარეშე: საქართველოს ტექნოლოგიური შრომის ბაზრის პარადოქსი გლობალურ კონტექსტშიმთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 78 00ipnnews@ipn.ge+122018 ყველა უფლება დაცულია