საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი იზრდება. კერძოდ, თბილისსა და რეგიონებში ტარიფი 5 თეთრით გაიზრდება 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომაზე დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სექტორისთვის იმოქმედებს 2026 წლის პირველი აპრილიდან, 2031 წლის პირველ იანვრამდე. რატომ გაძვირდა საქართველოში მცხოვრები აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი? რას უკავშირიებენ ცვლილებებს სემეკში?