გამოიყენებს თუ არა გაერთიანებული სამებო შემზღუდავ მექანიზმებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გამოიყენებს თუ არა გაერთიანებული სამებო შემზღუდავ მექანიზმებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-30 15:48:39+04:00

დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიის - „იმედისა“ და „პოსტივის“ - დასანქცირების შემდეგ - ბრიტანეთის პარლამენტში ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაწესებას ითხოვენ „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამო. კრიტიკის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას არა საქართველო, არამედ სწორედ დიდი ბრიტანეთი განიცდის, ამიტომ ბრიტანეთის ხელისუფლების მოსაზრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის საინტერესო არ არის. გამოიყენებს თუ არა გაერთიანებული სამებო შემზღუდავ მექანიზმებს ამჯერად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ?