აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ბრიფინგზე გაბიძემ განაცხადა, რომ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობს და თანამდებობის დატოვების შესახებ გუნდთან კონსულტაციები ჰქონდა. ვინ შეიძლება გახდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამაზე დავით გაბაიძეს კონკრეტული პასუხი არ გაუციამ თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე შეიძლება უმრავლესობის ნებისმიერი წევრი ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით კი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მოიაზრება. თავად დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა.