საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა შეიმუშავა გეგმის ხუთი ვერსია „ორბანთან გასამკლავლებლად“, იმ შემთხვევისთვის, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს რამდენიმე გეგმას, რათა თავიდან აიცილოს ბლოკის დაშლა, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 12 აპრილის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირში აზრები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, შეიცვლება თუ არა ორბანის პოლიტიკა პოტენციური გამარჯვების შემთხვევაში, რადგან ზოგიერთი დიპლომატი ფიქრობს, რომ ორბანის ხისტი პოზიცია, შესაძლოა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს. სტატიის მიხედვით, თუ ორანი არჩევნებში კვლავ გამარჯვებს, მის წინააღმდეგ ევროკავშირს გეგმის შემდეგი ვერსია აქვს: ევროკავშირის კენჭისყრის პროცედურის შეცვლა, მრავალფორმატიანი ევროპა, ფინანსური ზეწოლა, ხმისმიცემის უფლების შეჩერება და ევროკავშირიდან გარიცხვა.