თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა - Palitra News

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა

2026-03-30 18:51:59+04:00

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისკენ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა მიღებულია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან შესული რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო-მ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგა.