ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა და მზადყოფნას გამოთქვამს, საფრთხეებს უპასუხოს - Palitra News

ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა და მზადყოფნას გამოთქვამს, საფრთხეებს უპასუხოს

2026-03-30 20:21:46+04:00

ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა.

„ორშაბათს, 30 მარტს, ნატო-მ კვლავ წარმატებით მოიგერია ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა“, - აცხადებს ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი.

მისი თქმით, „ნატო მზადაა მსგავს საფრთხეებს უპასუხოს და მოკავშირეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა. ეს ირანში ომის დაწყების შემდეგ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების მეოთხე შემთხვევაა.