აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილსაც ეხება - Palitra News

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილსაც ეხება

2026-03-30 21:01:15+04:00

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილსაც ეხება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი წლით გააგრძელა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თავდაპირველად 2021 წლის 15 აპრილის განკარგულებით გამოცხადდა რუსეთის საზიანო საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით და მოგვიანებით რამდენჯერმე გაფართოვდა.

აღნიშნული მექანიზმით ივანიშვილს ფინანსური სანქციები 2024 წლის ბოლოს დაუწესდა. ამ საკითხმა საქართველოში პოლიტიკური დისკუსია გააქტიურა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა მაინც შესაძლებელია, მაშინ როდესაც ოპოზიცია ამას არარეალისტურად მიიჩნევს და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებლად აფასებს.