სამოქალაქო აქტივისტმა, კესო დეკანოძიემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო. მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და პოლიტიკური ნიშნით დაპატირებული მოქალაქეების არსებობა, სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. აქტივისტი მთავარ მოთხოვნებად საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ასახელებს. იგი მოქალაქეებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მასობრივი აქტიურობის შემთხვევაში, შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება. მისივე შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა დამყარდება.