ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოსთვის რეკომენდაციებს ამზადებს, რომელთა განხილვა 1 აპრილს იგეგმება - Palitra News

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოსთვის რეკომენდაციებს ამზადებს, რომელთა განხილვა 1 აპრილს იგეგმება

2026-03-30 21:08:04+04:00

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოსთვის რეკომენდაციებს ამზადებს, რომელთა განხილვა 1 აპრილს იგეგმება. დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკური დიალოგის განახლებას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების გადახედვას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის შეცვლასა და გენდერული კვოტების დაბრუნებას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებენ და პასუხისმგებლობას ევროპელ პარტნიორებს აკისრებენ. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ასეთი პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისკენ მიიყვანს.