არის თუ არა ამერიკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გახანძლივება პარტნიორობაზე ღია უარი - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ ტრამპმა ბაიდენის მიერ ივანიშვილის დასანქცირების გადაწტყვეტილება კვლავ ძალაში დატოვა, რაც მათი აზრით, ნიშანია რომ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვიდრე, "ქართული ოცნება" ანტიამერიკულ საგარეო კურსს არ შეცვლის, იქამდე რაიმე არსებითი წინსვლა გამორიცხულია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები გუშინ გაახანგრძლივა. ამ პაკეტშია მოხვედრილი ბიძინა ივანიშვილიც. ის ამერიკის წინა ადმინისტრაციამ 2024 წელს დაასანქცირა.