საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა

2026-03-31 09:34:06+04:00

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. უწყების თანახმად, დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს მივიდა, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს. უწყების ცნობით, ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.