პარტია "ფედერალისტები" რამდენიმე საათში საზოგადოებას სამოქმედო გეგმას წარუდგენს - Palitra News

პარტია "ფედერალისტები" რამდენიმე საათში საზოგადოებას სამოქმედო გეგმას წარუდგენს

2026-03-31 09:36:26+04:00

პარტია "ფედერალისტები" რამდენიმე საათში ყრილობას გამართავს და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ფედერალისტები მხარდამჭერებს იმ ხედვასაც შესთავაზებენ, რომლის დახმარებითაც მათ გამარჯვების მიღწევის იმედი აქვთ. ამავედროს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადება "ოპოზიციური ალიანსი", რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი რამდენიმე კვირის წინ მოაწერა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მათი მიზანი ქვეყნის შიგნით მოქალაქეებთან უფრო მყარი საერთო ენის გამონახვა და ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერებაა.