ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. ისრაელისა და ამერიკის ძალები მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის თეირანში ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე აგრძელებენ, საპასუხოდ კი ირანი სარაკეტო და დრონულ შეტევებს ისრაელსა და რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე აგრძელებს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციებმა უკვე „რეჟიმის ცვლილება“ მოიტანა და არ გამორიცხავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, თუმცა ამავე დროს მოლაპარაკებების შესაძლებლობაზეც საუბრობს. ირანის ლიდერები კი მკაცრ პოზიციას ინარჩუნებენ და აცხადებენ, რომ ომის დასრულება მხოლოდ იმ პირობებით მოხდება, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ღირსებას დაიცავს.