აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს

2026-03-31 09:41:08+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხაზი გავუსვეს პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ოპოზიცია არ გამორიცხავს, სატელეფონო საუბრისას, მარკო რუბიომ ყურადღება ყველა იმ საკითხზე გაამახვილა, რაც შტატებში უკვე დიდი ხანია შეშფოთების საგნად იქცა.