რუსეთ–უკრაინის ომი კვლავ ინტენსიურ ფაზაში მიმდინარეობს. ბოლო დღეებში რუსეთის ძალებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის ფრონტის ხაზიდან მოშორებულ ქალაქებზე მასშტაბური დრონული და სარაკეტო იერიშები გააძლიერეს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები კიევს მოუწოდებენ შეამციროს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე. მისივე თქმით, უკრაინა მზადაა ასეთ ნაბიჯზე წავიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ენერგოსისტემაზე შეტევებს რუსეთიც შეწყვეტს და არ გამორიცხავს დროებითი ზავის შესაძლებლობას.