ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე ზეწოლას განაახლებს, რათა ქვეყანა აიძულოს, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით, ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.