პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტით დგინდება ახალი სპეციალური ტარიფები ძრავის მოცულობის მიხედვით. უქმდება აქციზის ძველი გრაფა. ძველი ტარიფით ისარგებლებენ ისინი, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვიდა ან ტრანსპორტირება ამ თარიღამდე დაიწყო. სახმელეთო ტრანსპორტით შემოყვანის შემთხვევაში, ძველი განაკვეთი შენარჩუნდება, თუ ავტომობილი ქვეყანაში 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოვა.