ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას - 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.