კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა - Palitra News

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა

2026-03-31 12:48:00+04:00

პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.