ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება 30–31 მარტის მონაცემებით კიდევ უფრო გამწვავდა — მხარეები საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებენ, მათ შორის თეირანსა და ისრაელის მიმართულებით. კონფლიქტი ფართოვდება რეგიონშიც და ამ ეტაპზე კვლავ ინტენსიურ ფაზაში რჩება, შეთანხმების პერსპექტივა კი გაურკვეველია. სამხედრო მოქმედებებში იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთნენ. ახლო აღმოსავლეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ქვეყნები მათ საჰაერო სივრცეში ირანული ბალისტიკური რაკეტები და დრონები პერიოდულად შეჭრასთან დაკავშირებით იუწყებიან, რასაც ირანის მხარე უარყოფს.