ევროსაბჭოს კონგრესი 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროსაბჭოს კონგრესი 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-31 13:09:24+04:00

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი და პერსპექტივა, კვლავ შეფასებებისა და განხილვის თემაა. გაერთიანების წევრი სახელმწიფოები "ქართულ ოცნებას" არჩეული პოლიტიკური კურსის გადახედვისკენ და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპასუხოდ, "ქართული ოცნება" ევროკავშირისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება. ორმაგი სტანდარტი და შიდა პოლიტიკაში ჩარევა - ეს იმ შეფასებების რეზიუმეა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები, ევროპაზე საუბრისას, ხშირად აკეთებენ. მეტიც, უმრავლესობამ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირსაც შეადარა. ამ ფონზე, ევროსაბჭოს კონგრესი ხვალ, 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. განიხილავენ და კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტს.

ევროსაბჭოს კონგრესი 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში