„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს - Palitra News

„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს

2026-03-31 13:13:44+04:00

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პირველად, "ოპოზიციის ალიანსი" საზოგადოებას სამოქმედო გეგმას უზიარებს. კერძოდ, პოლიტიკური ჯგუფები ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებენ, რომელიც განცხადების თანახმად, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქციით დასრულდება. ალიანსის წევრების თქმით, როგორც 31 მარტი, ისე 26 მაისი სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ორივე თარიღი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთანაა დაკავშირებული. გაერთიანების წევრები თვლიან, რომ ქვეყანა დღესაც იმავე გამოწვევის წინაშე დგას.