ბაჩო ახალაია - გავიმეორებ, რაც ბრალშია: ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, დავამხობთ მასაც და მის საცეცებსაც - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ - Palitra News

ბაჩო ახალაია - გავიმეორებ, რაც ბრალშია: ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, დავამხობთ მასაც და მის საცეცებსაც - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ

2026-03-31 15:46:57+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ ახალი ბრალდებს, რომელიც გულისხმონს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, მისთვის გასაგები არ არის. და თუ რატომ ამაზე ახალაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მან განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არაა მოხსენიებული და შესაბამისად, ის კანონიერი ქმედებაა. „ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაიამ.