როგორ აფასებენ „ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას - Palitra News

როგორ აფასებენ „ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას

2026-03-31 15:49:55+04:00

"ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს იმ გეგმების შესახებ საუბრობს, რომლის განხორციელებასაც ორი თვის განმავლობაში აპირებს. სიმბოლურად 31 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული მობილიზაციის კულმინაცია იქნება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როდესაც ოპოზიცია თბილისში ხალხმრავალ აქციას გამართავს. მანამდე კი "ოპოზიციური ალიანსი" ასახელებს 4 მისაღწევ მიზანს: მოქალაქეებთან პირისპირი კომუნიკაციის გაზრდა, "ქართული ოცნების" პროპაგანდის განეიტრალება, ხელისუფლების მიერ დანერგილო შიშის დამარცხება და საზოგადოების პროტესტის რეალურ პოლიტიკურ ქმედებად გარდაქმნა. "ოპოზიციური ალიანსი" საკუთარი გეგმების შესახებ საუბარს ევროპასა და აშშ-ში დაანონსებული ვიზიტების დროს აპირებს. ოპოზიციის სტრატეგიას აკრიტიკებს ქართული ოცნება. უმრავლესობის წევრების შეფასებით ოპონენტების მიზანი საქართველოში ეკსკალაციისა და დაძაბულობის პროვოცირებაა.