შესაძლოა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გუშინ გამართული სატელეფონო საუბარი იყოს ნიშანი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შესაძლოა გადაიტვირთოს? კითხვაზე პოლიტიკური მხარეების პოზიციები ორად იყოფა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყოველი კომუნიკაცია ურთიერთობების ნორმალიზებას ეხება, შესაბამისად ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართული საუბარი ამ პროცესს უფრო დინამიურს გახდის. ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სატრლეფონო საუბარი სინამდვილეშო არა საქართველოს, არამედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა და "ქართული ოცნება" ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობის ილუზია შექმნას.