პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებიც. ბოლო პერიოდში ვნახეთ არაერთი რეზოლუცია და ევროპარლამენტარების გამოსვლები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საუბრობენ. ხვალაც ევროსაბჭოს კონგრესი განიხილავს საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელშიც მოთხოვნილია პოლიტიკური დიალოგის განახლება და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება "ქართული ოცნების" პირობებში შესაძლებელია და გამოსავალი ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებაა. "ქართული ოცნება" ევროპელი ლიდერების კრიტიკას არ იღებს და მიიჩნევს, რომ არაფერი გამოსწორდება, ვიდრე ცალკეული ევროპელი პოლიტიკური აქტორები არჩევნების შედეგების უგულებელყოფას. სახელმწიფო გადატრიალების წახალისებასა და დემოკრატიული პროცესის განვითრების ხელშეშლას არ შეწყვეტენ.