პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალს „ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე. მათი განცხადებით, სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, გასულ წელს სასამართლო შენობაში მომხდარი ხანძარი მას დააბრალონ. გუშინ პროკურატურამ გამოაქვენა ვიდეოკადრები, რომელზე დაყრდნობითაც ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილი 205 წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლოს სავენტილაციო მილზე ავიდა, სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო, ჩავიდა კიბეებზე და სარკმლიდან არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა.